2018090901355681319

5 ქართველი მეფე

  • Jan 1, 1125

    დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)

    დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)
    დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,ქუთაისი — გ. 6 თებერვალი, [ძვ. სტ. 24 იანვარი], 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
    დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II, შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა.
  • Jan 1, 1156

    დავით V (1155-1156)

    დავით V (1155-1156)
    დავით V — საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა — დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითობის წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ძეს, დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ — გიორგისა.
  • Jan 1, 1184

    გიორგი III (1156-1184)

    გიორგი III (1156-1184)
    გიორგი III (დ. უცნობია — გ. 1184, სტაგირი, კახეთი) — საქართველოს მეფე 1156 წლიდან. მისი მეფობის პერიოდი, საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.
  • Jan 1, 1213

    თამარ მეფე (1184-1213)

    თამარ მეფე (1184-1213)
    თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.
  • Jan 1, 1346

    გიორგი V ბრწყინვალე (1299/1318-1346)

    გიორგი V ბრწყინვალე (1299/1318-1346)
    გიორგი V ბრწყინვალე (1286 /1346) — საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.
    აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა. 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას მემკვიდროებით ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.